LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელებს ნუ მიშლი, პარლამენტში რომ მოხვდი, მერე გახდი „ძველი ბიჭი?“ სამარცხვინო კაცი ხარ გადადექი“ – პარლამენტის სხდომიდან ალეკო ელისაშვილი გააძევეს

241
ელისა1

პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ სესიაზე ორი დღის წინ ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას მისამართით გააკეთა.

დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პირველი განსახილველი საკითხი „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იყო.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, სამარცხვინოა, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები იმ ფონზე განიხილებოდეს, როცა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს.

„ხელებს ნუ მიშლი, პარლამენტში რომ მოხვდი, მერე გახდი „ძველი ბიჭი?“

„სამარცხვინო კაცი ხარ, გადადექი! – უთხრა ელისაშვილმა ბერაიას სესიაზე.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კოლეგებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. მისი მითითებით მანდატურებმა ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

პარლამენტში სხდომა ხმაურით დაიწყო | ელისაშვილს დარბაზი დღესაც დაატოვებინეს

პარლამენტში სხდომა ხმაურით დაიწყო | ელისაშვილს დარბაზი დღესაც დაატოვებინეს

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2023

„დატოვეთ დარბაზი, გაძევებული ხართ დარბაზიდან. მანდატურს მივმართავ, დაატოვებინეთ დარბაზი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

„არ ვაპირებ გავჩერდე.. თავის მართლება მოუწევს“ – ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, თეონა აქუბარდია სასამართლოს მიმართავს

იაგო ხვიჩია: ბერაია ამ გზაზე იდგა დიდი ხანია, უბრალოდ არავინ „წაატორმუზა“, როცა შეცდომებს უშვებდა

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

პოპულარულები