LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა საბას დიაგნოზს ვერ უსვამენ – არასწორი მკურნალობის შედეგად გართულებული მდგომარეობა…

42

მარიამ პაპიძე ავრცელებს თავისი შვილის ფოტოს და ვრცელ სტატუსს, საიდანაც ირკვევა, რომ მისი შვილის დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. მაარიამი დახმარებას ითხოვს.

„ჩემთვის ყველაზე მტკინვეული მომენტი, აი, ეს შემოხედვა და დედას ძლივს წარმოთქმა იყო, როცა საბა ორი წამის გამოსული იყო ნარკოზიდან! რომელიც პალატამდეც ვერ მივაცილე, უფლება არ მომცეს არ შეიძლებაო((! ხმა მიკანკალებდა გამხნევებისთვის და ძლიერად ვიდექი, საბას რომ ეგრძნო ის ძალა, რაც ჩვენ გვაკავშირებს! ამ ყველაფრის მიუხედავად, მე დიაგნოზი არ მაქვს, ეს უფრო გაუსაძლისი გრძნობაა, რომელიც ბოლომდე მანგრევს! შემოდიან და მეუბნებიან, რომ შეგვიძლია წასვლა, თუ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ დღევანდელი ანალიზის პასუხს დაველოდო შაბათამდე, თუმცა თბილისში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მყოლოდა… მაგრამ დამამშვიდეს, მეილზე გამოგიგზავნით პასუხსო… ამასთან, საბას არასწორად მკურნალობის მილიონჯერ გადასხმული სისხლის შედეგად სჭირდება ბევრი კვლევა, რო მივიღოთ დიაგნოზი რაც საკმაოდ მაგალ თანხებზე ადის.

რაც შეეხება მკურნალობას, ამაზე საუბარიც ზედმეტია… ჩემო ძალიან მაგარო მეგობრებო, ეს არის ის ინფორმაცია, რასაც ყველა ჩემთან ერთად მთელი გულით სულით ელოდებოდით. მე მჭირდება ისევ თქვენი გვერდში დგომა, ჯანდაცვის, ფონდების, რომ საბა ჯანმრთელი ჩამოვიყვანო… სამწუხაროდ, მარტო ჩემი ფინანსებით ვერ ვუმკლავდები, ძალიან მაღალ თანხებზეა საუბარი (დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას დღეს გადმორიცხული 2000 აშშ დოლარისთვის, რის შედეგადაც გაკეთდა საბას ბიოფსიის ანალიზი, რომელიც 2500 აშშ დოლარს შეადგენდა! გთხოვთ, ისევ ერთად დავდგეთ და საბუკას დიანოზი დაესვას ( …

თიბისი ბანკი

მიმღები: მერი ჯანაშია პ # 01001037398

დაბადების თარიღი: 20 ნოემბერი 1975

GE57TB7211945062100002“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები