პატრიარქი მამა გიორგი მამალაძეზე : მე მას დიდი ხანია, ვიცნობ და კარგის მეტი არაფერი მომისმენია

61

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს, ილია მეორის ორნაწილიანი ვიდეომიმართვა “ფეისბუქით” გავრცელდა.

პატრიარქი ამბობს, რომ სამ დღეში ჩამოვა თბილისში და იმედი აქვს, რომ ყველაფერი დალაგდება.

“მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა, ჰოი სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე.

სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა. კარგი შედეგებია. ექიმები იტყვიან ამის შესახებ.

მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან

ჩვენი ეკლესია, ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, მუდამ იყო ერთი, გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო,” – ამბობს ილია მეორე.

ნაწილი პირველი

ნაწილი მეორე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები