LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსი” “რუსთავი2”-ს ბოიკოტს უცხადებს

59

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2″-ს ბოიკოტს უცხადებს. განცხადებას ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” სრულად ეთანხმება 2018 წლის 24 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულგანცხადებას. ჩვენ ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას. ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ამჟამად ათონზე იმყოფება. ჰქონდა შეხვედრა ვატოპედის მონასტრის წინამძღოლთან მამა ეფრემთან. ამ მოკლე პოსტს სწორედ ბატონ დავითთან შეთანხმებით ვავრცელებ. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი რწმენის, ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” არცერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს “რუსთავი 2”-ს. გაცილებით ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გაგიზიარებთ,“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.

“რუსთავი 2”-ს ბოიკოტს საპატრიარქოც უცხადებს. ის სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამღვდელოებას და მრევლს  მოუწოდებს, “რუსთავი 2”-თან ურთიერთობა შეწყვიტონ, ინტერვიუ არ მისცენ და მის გადაცემებში მონაწილეობა არ მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები