LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედიატრი კომაროვსკი: 11 საგანგაშო ნიშანი, როცა ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ

87

ექიმი ევგენი კომაროვსკი ბავშვის განვითარების იმ აუცილებელ ნორმებზე საუბრობს, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. ცნობილი უკრაინელი პედიატრის თქმით, კონკრეტული პარამეტრის ნორმიდან გადახრა არ ითვლება პათოლოგიად, თუმცა ეს ყოველთვის საგანგაში ნიშანია და ექიმის კონსულტაციას საჭიროებს.

11 საგანგაშო ნიშანი, როდესაც მშობელმა ექიმს უნდა მიმართოს

  1. როცა ბავშვი 2-3 თვის ასაკში არ ავლენს ინტერესს დედის მიმართ
  2. 6-7 თვის ასაკში არ იხედება იმ მიმართულებით, სადაც რაიმე ნივთი გადავარდა
  3. 8-9 თვის ასაკში არ ავლენს ინტერესს, როცა მას დამალობანას ეთამაშებიან
  4. 12 თვის ასაკში არ ეძებს დამალულ ნივთს
  5. 15-18 თვის ასაკში არ ავლენს ინტერესს ფუნქციური თამაშების მიმართ
  6. 2 წლის ასაკში არ ყოფს ნივთებს კატეგორიების მიხედვით
  7. 3 წლის ასაკში ვერ ამბობს საკუთარ სახელს
  8. 4 წლის ასაკში ვერ ამბობს, რომელი ჯოხია გრძელი და რომელი მოკლე
  9. 4,5 წლის ასაკში ვერ ითვლის თანმიმდევრულად
  10. 5 წლის ასაკში არ იცის ასოების დასახელება და ფერების გარჩევა
  11. 5,5 წლის ასაკში არ იცის დაბადების თარიღი და სახლის მისამართი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები