LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედიატრი კომაროვსკი – შეიძლება თუ არა ბავშვმა ყოველდღიურად მიირთვას პური და ორცხობილა

96

უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საკუთარ საიტზე მომხმარებელთა კითხვებს პასუხობს. ამჯერად ექიმი ყურადღება 2 წლის ბავშვის მშობლის კითხვამ მიიქიცა. დედა ინტერესდებოდა, შეიძლება თუ არა ბავშვმა ყოველდღიურად მიირთვას პური და ორცხობილა. ექიმი მიიჩნევს, რომ ამაში საგანგაშო არაფერია, თუმცა, არსებობს ფაქტორები,  რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.

„თუ ბავშვს ნორმალური წონა აქვს, რატომაც არა. მეორე საკითხია, თუ ბავშვი ჭამს მხოლოდ პურსა და ორცხობილას და სხვას არაფერს, ეს არასწორია. ბავშვი უნდა იკვებებოდეს მრავალფეროვნად და სრულფასოვნად. მენიუში აუცილებლად უნდა იყოს ხორცი, თევზი, რძე, ხილი და ბოსტნეული. თუ ბავშვი საკვებს პურს ატანს და რძეს ტკბილ ორცხობილას აყოლებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ასევე თუ ბავშვს არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ესე იგი მისი რაციონი კარგია. ამიტომ საკითხი დგას ასე, მნიშვნელოვანია არა ის რამდენ ორცხობილასა და პურს ჭამს, არამედ რამდენად ჭამს სხვა დანარჩენს. სხვათაშორის პურიც დიდ როლს თამაშობს კუჭ-ნაწლავი სისტემის უკეთ ფუნქციონირებაში. ხოლო თუ ბავშვი ფიზიკურად აქტიურია, ორცხობილაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ“, – წერს ექიმი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები