LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის ქუჩის შესაძლო გაცალმხრივებაზე მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს

33

პეკინის ქუჩის შესაძლო გაცალმხრივებაზე მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს. პეკინის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში მიმდინარე გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, რომლებიც სპეციალური კითხვარით გათვალისწინებულ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებას გამოხატავენ. კითხვარი ითვალისწინებს მოსახლეობის აზრის დადგენას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პეკინის ქუჩის ნაწილობრივი გაცალმხრივება, ავტობუსების სავალი გზის შენარჩუნება ორივე მხარეს, ველობილიკის დამატება და საფეხმავლო გზის გაფართოება. კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღების პერიოდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები