LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბას ლეინის” ზოლი, შესაძლოა, ბორდიურით გამოიყოს

142

თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, ე.წ. ბას ლეინები, შესაძლოა გზის სხვა ნაწილისგან, ბორდიურით გამოიყოს.

როგორც „ფორტუნას” თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარებს.

“შესაძლოა, ბორდიურებით გამოვყოთ ეს ზოლი. ზუსტი თარიღები არ ვიცით, ამ დროისთვის პროექტირება მიმდინარეობს”, – განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

ახალი “ბას ლეინი” პეკინის გამზირზე ცოტა ხნის წინ დაიხაზა. აკრძალვების და ჯარიმების მიუხედავად, მსუბუქი ავტომობილები, ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლს გადასაადგილებლად მაინც იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები