LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინზე მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება

36

პეკინისა და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მერიაში შესულია შესაბამისი ბიზნეს წინადადება, რომელიც განხილვის ეტაპზეა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიას პარკინგის ადგილი ნამდვილად სჭირდება და დადებითი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული.

ჩვენ მიღებული გვაქვს წინადადება პეკინის და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით. ეს წინადადება, როგორც ბიზნეს წინადადება, განხილვის სტადიაზეა და აუცილებლად დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ. პარკინგი ამ ტერიტორიას დამატებით ნამდვილად სჭირდება, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, ეს ცალკე პროექტია და არ აქვს კავშირი პეკინის რეაბილიტაციის პროექტთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები