LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერიზ ჯექსონმა დედის სიმსივნით დაავადების შესახებ მედიისგან შეიტყო

249

პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის ყოფილ ცოლს მკერდის სიმსივნე დაუდგინეს. პორტალ TMZ-ს ინფორმაციით, დები როუს სარძევე ჯირკვლების სიმსივნე აქვს.

ექიმებმა მკურნალობის სქემა უკვე შეიმუშავეს, პირველ ეტაპზე როუს ოპერაციას გაუკეთებენ.

დედის ავადმყოფობის შესახებ პერიზ ჯექსონმა მედიის საშუალებით შეიტყო. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ 18 წლის გოგონა ამის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

„დები ძალიან ნერვიულობს, თუმცა შვილისგან არანაირ ემოციურ მხარდაჭერას არ ელოდება,“ – წერს TMZ.

როუსა და მისი ქალიშვილის ურთიერთობა იდეალური სულაც არ არის. ბოლო პერიოდში დედა-შვილი ცდილობდა, გადაეგა ნაბიჯები, რათა ერთმანეთს დაახლოებოდნენ. შესაძლოა, დები როუს დაავადებამ მათ ურთიერთობაში დადებითი როლიც ითამაშოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები