LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიპა მიდლტონისა და ჯეიმს მეთიუზის ზღაპრული თაფლობის თვე

114

კეიტ მიდლტონის უმცროსი დის, პიპა მიდლტონის ქორწილის გარშემო ინტერესი არ ცხრება. კაბის, მენიუს, საჩუქრებისა და სხვა დეტალების ინტერესის დაკმაყოფილების შემდეგ, აქცენტი ახალდაქორწინებულების თაფლობის თვეზე კეთდება, რომლის გატარებაც მათ წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე პატარა კუნძულზე გადაწყვიტეს. ვილა, სადაც ისინი გაჩერდნენ ამერიკელ მსახიობს, მარლონ ბრანდოს ეკუთვნოდა.

მათ მომსახურებაშია: ხუთ ვასრკვლავიანი ვილა, საკუთარი სანაპირო, სპა-ცენტრი, ორი რესტორანი და შეფ-მზარეული მიშლენის ორი ვარსკვლავით. ერთი ღამის გატარება ამ ფუფუნებაში 3-დან 10 ათას დოლარამდე ჯდება.

ოფიციალური ფოტოები თაფლობის თვიდან ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ზღაპრული კუნძულის დათვალიერება, სადაც პიპა და ჯეიმსი ისვენებენ, შესაძლებელია. (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები