LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის პრინცესა პიპა მიდლტონის ექს ბოიფრენდზე თხოვდება (ფოტო)

153

კენსინგტონის სასახლის ოფიციალური გვერდის ცნობით, დედოფალ ელიზაბეტის ბიძაშვილის შვილი, ლეიდი გაბრიელა უინძორი თხოვდება. მისი რჩეული კომპანია Devonport Capital-ის ხელმძღვანელი ტომას კინგსტონია. საინტერესოა, რომ ტომასი წლების წინ ქეით მიდლტონის დის, პიპა მიდლტონის ბოიფრენდი იყო. წყვილი რამდენჯერმე დაშორდა ერთმანეთს, მოგვიანებით კი პიპა ცოლად ჯეიმს მეთიუზსს გაჰყვა. უკვე დღეს ტომას კინგსტონის რჩეული ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრია. კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე წყვილის ფოტოც გამოქვეყნდა.

საქორწინო ცერემონია 2019 წლის გაზაფხულზე დაიგეგმა და მას სამეფო ოჯახი დაესწრება. შემოდგომაზე კი სამეფო ოჯახი პრინცესა ევგენიასა და ჯეკ ბრუკსბენკის ქორწილისთვის ემზადება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები