LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას აშანტაჟებდა, დააკავეს

79

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება  19 მაისს, ინგა გრიგოლიას მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ამავე ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

“ოპერატიულად ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ თავად ინგა გრიგოლია და სხვა მოწმეები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.

გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

ტელეწამყვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ღიად უხდის მადლობას.

“აღარ მქონდა პოლიციის იმედი, დღეს მადლობას გიხდით,” – ამბობს ინგა გრიგოლია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები