LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში ბარბექიუ ფესტივალი გაიმართება

235

16 სექტემბერს კურორტი “საირმე”“ბარბექიუ ფესტივალს” გამართავს. როგორც ”ფორტუნას” კურორტის მენეჯმენტიდან აცნობეს, პირველად საქართველოში, საუკეთესო ქართული რესტორნის მზარეულები წარმოაჩენენ თავიანთ ნიჭსა და ხელოვნებას ბარბექიუს მომზადებაში. სპეციალურად მოწვეული ჟიური შეაფსებს მონაწილეებს და გამოავლენს გამარჯვებულს. ფესტივალის საპატიო სტუმარი და ჟიურის წევრია სომხეთის რესპუბლიკის ცნობილი შეფ-მზარეული სედრაკ მამულიანი, რომელიც გასტრო ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორია ევროპის არაერთ ქვეყანაში.

ფესტივალის ფარგლებში კურორტ “საირმეს” ესტუმრება საქართველოში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლები, წამყვანი ტურისტული კომპანიები და სომხური მედია.

“ბარბექიუ ფესტივალის” მონაწილეები არიან: “სამი საუკუნე”, “ბეღელი”, “წისქვილი”, “შარბათი”, “სახლი მადათოვზე”, “ძველი სახლი”, “კოლხური სახლი”,“მაის რესტორანი”, “კრონპალასი”,“მწვადიაური”.

”ფესტივალის მონაწილეებს სხვადასხვა ნომინაციაში შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ჟიური: ჯაბა წულაძე – კურორტ “საირმეს” გენერალური დირექტორი; კობა ბაზაძე – ”თეგეტა მოტორსის” შესყიდვების დირექტორი; დაჩი ჩანადირი – სასტურმო ”ჰუალინგის” F&B მენეჯერი; გია ელიზბარაშვილი – სასტუმრო ”ბილტმორის” F&B ასისტენტი; სალომე ჩაჩუა – ტურიზმის სფეროში მომსახურების მიმწოდებლებთან ურთიერთობის სამართველოს მთავარი სპეციალისტი; სედრაკ მამულიანი – ცნობილი მზარეული, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი “განვითარება და სომხური კულინარიული ტრადიციების შენარჩუნება”.

მედიაპარტნიორები არიან: Where.ge, Georgia Today, რადიო “ფორტუნა” რადიო “პალიტრა”, ტელეკომპანია „მირ“, ტელეკომპანია „ალიქ მედია“, გაზეთი „ვრასტან თერთ“, კულტურის სახლი -„ჰაიარტუნ“, ამბრელაჯეო, სპუტნიკი”, – ნათქვამია კურორტ ”საირმეს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, “ბარბექიუ ფესტივალის” მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები