LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა სამეგრელოში კურორტ მენჯის განვითარებას გეგმავს

262
2

მთავრობა სამეგრელოში ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯში, პირობიანი აუქციონით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს 1 752 500 ლარად ყიდის.

მენჯში სახელმწიფო ქონება პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყიდება. აუქციონი 14 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ აუქციონის მიხედვით, ინვესტორმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვეში, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 100 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის შექმნა და შესაბამისი შენობ(ებ)ის/ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმრო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს.

ცნობისთვის, ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცივის ხეობაში, ზღვის დონიდან 29 მ-ზე მდებარეობს. ჰავა სუბტროპიკულია, რბილი, იცის რბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,2 °C), ძლიერ თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,0 °C), შეფარდებითი სინოტივე -73 %; ნალექების წლიური რაოდენობა — 1480 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 2160 სთ წელიწადში.

ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. მენჯში არის სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის საავადმყოფი, ასევე საკურორტო პოლიკლინიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები