LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლაკატების ომი დედაქალაქის ქუჩებში [ფოტორეპორტაჟი]

პოლიტიკურ პარტია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალა, დედაქალაქის ქუჩების ნაწილზე, „ფეიქ“ პლაკატებით ჩანაცვლდა.

გრიგოლ ვაშაძის პორტრეტსა და ლოზუნგს პუტინის და მისი ანიმაციური პლაკატები გადააკრეს.

როგორც პარტიაში ამბობენ პლაკატები გვიან ღამით, სუს-ის თანამშრომლებმა გააკრეს.

„ძალა ერთობაშია” აუდიტის სამსახურს და შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართავს და მოითხოვს, რეაგირება მოახდინონ თბილისში წუხელ მომხდარ ფაქტზე.

“ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი ფაქტი, რომ სუს-ის წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით აკრავენ პლაკატებს. პლაკატებზე არის ნეგატიური „ფეიქ კამპანია“. მე მესმის მათი, რადგან მათი კანდიდატი აგებს წინასწარი მონაცემებით არჩევნებში. ვის მოვთხოვოთ საქმის გამოძიება – სუს-ს? კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, სუს-ის აგენტი გიორგი მანჯგალაძე, რომელიც არის მთავარი მოქმედი პირი,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წუხელ დედაქალაქის ქუჩებში უკანონო სააგიტაციო მასალებს სუს-ის თანამშრომლები აკრავდნენ.

„დასახელებული პირი არ არის და არ ყოფილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. ეს არის ცრუ ინფორმაცია,“ – განაცხადეს სუს-ში.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები