LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Playboy შიშველი ქალების სურათებს აღარ დაბეჭდავს

526

ცნობილი ჟურნალი Playboy შიშველი ქალების სურათებს აღარ დაბეჭდავს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ამერიკელი მფლობელები მიიჩნევენ, რომ ინტერნეტმა სიშიშვლე უინტერესო გახადა, პორნოგრაფიული ჟურნალები კი კომერციულად რენტაბელურები ვეღარ იქნება.

 ამავე დროს, ჟურნალი ქალების თამამ ფოტოებს მაინც დაბეჭდავს.

1953 წელს დაფუძნებული ჟურნალი 20 წლის შემდეგ 5,6მილიონ ეგზემპლარად იბეჭდებოდა, ახლა კი ტირაჟი შემცირდა და მხოლოდ 800 ათას ეგზემპლარს შეადგენს.

შიშველი ნატურის ფოტოები ჯერ ჟურნალის საიტიდან გაქრა, ეს მეტწილად იმით იყო განპირობებული, რომ სოციალური ქსელით სარგებლობა შესძლებოდათ.

„ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ სიახლეები, რომელსაც ჟურნალის რედაქცია ოფიციალურად შემდეგი წლის მარტში წარადგენს, „ფლეიბოის“ დამფუძნებელმა 89 წლის ჰიუ ჰეფნერმაც მოიწონა.

151013034051_hefner_624x351_getty_nocredit

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები