LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოლიტიკური უსინდისობა” – პრემიერის შეფასება ენმ-ის აქციაზე

42

“არ ვიცი, რა დავარქვა ამას, არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და ზღვარი ყველაფერ ამის,” – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “მათი ქმედებები, რაც ვნახეთ, ზღვარს გადასულია”.

ამ ადამიანებს პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან წარსულის პოლიკოსები, გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლბიც ცდილობენ, რომ ტყუილით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება,” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია მერიის შენობასთან გუშინ გამართა. ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საკრებულოს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. აქციაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ნიკა მელიას ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი მძიმედ ნაცემია, მათ შორის ლევან ხაბეიშვილიც. მერიამ ამ ბრალდებას სიცრუე უწოდა და ვიდეო-მასალა გაავრცელა, სადაც მერიის შენობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილია გადაღებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები