LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადამწყვეტ მომენტში პოზიციის არ ქონა, ცუდი პოზიციის ქონაზე უარესია“ – ნიკა მელია

162
BeFunky-collage (13)

პარტია “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გუშინ, 11 მაისს თბილისში გამართული მსვლელობა  შეაფასა.

„გუშინ საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე, ევროვიზიაზე 21-ე ადგილზე გავიდა. ქართველებისთვის კი გუშინ, ევროპის მოედანზე, მოიგო ნინო ქათამაძემ, მოიგო ნიაზ დიასამიძემ, მოიგო აჩიკო გულედანმა, მოიგო ბექა გოჩიაშვილმა… მოიგო ყველა მომღერალმა და ჯგუფმა, ვინც ქვეყნის პოზიცია ასახა – ვინც ქვეყნის პოზიცია ევროპელებს დაანახა და საქართველო ევროპასთან დაახლოვა.

მოიგო გურამმა, ვახტან გორგასალს როდესაც დროშა დააჭერინა.

უპოზიციობა ვერასდროს ვერაფერს იგებს. ყველგან ყოფნა – არსად ყოფნაა; გადამწყვეტ მომენტში პოზიციის არ ქონა, ცუდი პოზიციის ქონაზე უარესია“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები