LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

113
დფგფდგ

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

პარლამენტთან მომიტინგეებმა პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა დიდი ზომის პლაკატი გაშალეს, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილის ფოტო იყო გამოსახული, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა.

როგორც პერფორმანსის ორგანიზატორებმა განმარტეს, აღნიშნული ფოტოსურათი რუსთაველის გამზირზეა გადაღებული და პროტესტის მონაწილეების სახეს გამოხატავს.

პარლამენტის შენობის წინ დიდი მონიტორია დამონტაჟებული, აქციის მონაწილეები პარლამენტის სხდომის პროცესის მიმდინარეობას აკვირდებიან და ისმენენ თუ რა განცხადებებს კეთდება საკანონმდებლო ორგანოში.

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებია განთავსებული. ეზოში შსს-ს რამდენიმე ავტობუსი დგას, რომელშიც სამართალდამცველები იმყოფებიან. სამართალდამცველები მობილიზებული არიან პარლამენტის მთლიან პერიმეტრზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები