LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ კორძაია პრეზიდენტს სთხოვს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდეს

174
Capture

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, აქციას შეუერთდეს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თამარ კორძაიას განცხადებით, დღეიდან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

„ჩვენ ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ქართული ქარტიის სულისკვეთებას, რადგან ჩვენი მიზანია საქართველოს გადარჩენა. საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები