პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, ისინი დღეს ე.წ. გავრილოვის ღამის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა “დაფიონის“ წარმომადგენელი ნიკო მანაგაძე აცხადებს, რომ მომიტინგეებს სურთ, კიდევ ერთხელ გააგონონ ხელისუფლებას მათი ხმა და დაგმონ ხუთი წლის წინ, „პუტინის რეჟიმის წარმომადგენლის საქართველოს პარლამენტში მიყვანა და თავმჯდომარის სკამზე მოთავსება“, ასევე, რამდენიმე კვირის წინ ე.წ. რუსული კანონის მიღება, რომელმაც საზოგადოების მხრიდან საპროტესტო ტალღა გამოიწვია.
ფოტო: ipn