LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი მოსახლეობას სთხოვს, დამოუკიდებლობის დღე ტრადიციული დღესასწაულების მსგავსად იზეიმონ

81

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, დამოუკიდებლობის დღე ისევე იზეიმოს, როგორც ტრადიციული დღესასწაულები.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წელს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება. პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, დღეიდან მოყოლებული, ხალხმა ერთმანეთს ეს დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცოს.

საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს. მინდა, ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ ამ იუბილეს განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი და დღეიდან მოყოლებული, ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული, როგორც ვულოცავთ ტრადიციულ დღესასწაულებს. 26 მაისი უნდა იყოს ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ გვაქვს სხვა დღესასწაულები. 26 მაისს, 17:10 საათზე, ზუსტად იმავე დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ეს უდიდესი დღესასწაული, რაც ჩვენი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს უკავშირდება, – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, წლევანდელ 26 მაისს დაახლოებით 200 ღონისძიებაა დაგეგმილი.  მისივე თქმით, ღონისძიებები გაიმართება როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. პრემიერმა კერძო სექტორს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები