LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის გადაწყვეტილებით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა იქმნება 

41

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იქმნება აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მან საზოგადოებას აფხაზური ენის დღე მიულოცა.

„განსაკუთრებით ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს. მინდა გაგაცნოთ ინიციატივა, ჩვენ ვქმნით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას  და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში. ეს პროგრამა ითვალისწინებს  მრავალმხრივ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა იქნება, შესაბამისი ბიუჯეტი გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში.

მჯერა, აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის,“ –  აღნიშნა პრემიერმა.