LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია მთლიანად აცდენილია ვენეციის კომისიის დასკვნას – ირაკლი კობახიძე

75

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის და ე.წ 20 პარტიის პოზიცია მთლიანად არის აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას.

კობახიძეს აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დადებს და მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტისა და 20 პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის შესაბამისი იქნება.

„სავარაუდოდ, თუ ვეტო დაედება ამ კანონპროექტს და ალბათ, დაედება, ის იქნება იმ დოკუმენტის შესაბამისი, რაც შეიმუშავა პრეზიდენტმა ე.წ. 20 პარტიასთან ერთად. მე პირდაპირ შემიძლია, ძალიან თამამად განგიცხადოთ შემდეგი – რა შენიშვნებიც იყო წარმოდგენილი ამ დოკუმენტში, არც ერთ შენიშვნას ვენეციის კომისია არ იზიარებს, გარდა ერთისა – ვენეციის კომისიამ გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა პროპორციული სისტემის 2020 წელს ამოქმედება. არც ერთ სხვა შენიშვნას არ იზიარებს ვენეციის კომისია. შესაბამისად, პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია არის მთლიანად აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას. ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვცა ძალიან პოზიტიური დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პროპორციული სისტემა იმ პირობებში, როდესაც დადგენილია 5%-იანი ბარიერი პარტიებისთვის, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები