LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა შარლოტა პრინცი ჰარის 30 წლის წინანდელ ფეხსაცმელში გამოჩნდა

45

სამეფო ოჯახის ევროპულ ტურნეს, რომელიც ორი დღის წინ პოლონეთში დაიწყო, თვალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი ადევნებს. განსაკუთრებული ყურადღება კი პატარებს ეთმობათ. ქეითმა და უილიამმა პირველად წაიყვანეს ტურნეში 3 წლის პრინცი ჯორჯი და 2 წლის პრინცესა შარლოტა. პრესაში უკვე ბევრჯერ დაიწერა მათი ქცევების შესახებ, თუმცა ამჯერად აქცენტი სხვა დეტალზე გაკეთდა.

როგორც აღმოჩნდა, წითელი ფეხსაცმელი, რომელიც პრინცესა შარლოტას პოლონეთში ეცვა, მას მემკვიდრეობით პრინც ჰარისგან გადაეცა. სწორედ იმავე ფეხსააცმელშია გამოწყობილი შარლოტას ბიძა 1986 წლით დათარიღებულ სურათში.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ჰერცოგინია თავისი შვილების გარდერობში ძველ ნივთებს ამატებს. პრინცი ჯორჯი საზოგადოებაში არაერთხელ გამოჩენილა მამის ტანსაცმელში.

დიზაინერ რეიჩელ რაილის განცხადებით, ქეითი უპირატესობას ტრადიციულ კლასიკურ სტილს ანიჭებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები