LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ლუის პირველი ოფიციალური ფოტო სამი წლის შარლოტასთან ერთად (ფოტო)

129

პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის მესამე შვილი, პრინცი ლუი ქვეყანას 23 აპრილს მოევლვინა. ის სამშობიაროსთან შეკრებილ გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს ქეით მიდლტონმა იმავე დღეს წარუდგინა. უკვე დღეს კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა პრინცი ლუის პირველი ოფიციალური ფოტო, რომელიც დედამ, ქეით მიდლტონმა თავად გადაიღო. ფოტოებზე ლუი ხელში პრინცესა შარლოტას უჭირავს და მას თავზე კოცნის.

შეგახსენებთ, რომ ასეთივე ფოტო 2015 წელს პრინც ჯორჯსა და პრინცეს შარლოტასაც აქვთ გადაღებული და ფოტოს ავტორი აქაც ქეით მიდლტონია. ესაა პირველი შემთხვევა, როცა 2 კვირის მონარქის ფოტო კენისინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნება, რადგან პრინც ჯორჯისა და შარლოტას ფოტოები დაბადებიდან ერთ თვეში გავრცელდა.

ფოტოები პრინცესა შარლოტას დაბადების დღეს, 2 მაისაა გადაღებული: „დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმ კეთილი სურვილებისთვის, რაც პრინც ლუის დაბადების დღეს და პრინცესა შარლოტას 3 წლის იუბილეზე მივიღეთ“, – ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები