LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურას მალადეც, ტაშს დავუკრავ! – მოკლული მოზარდის მამა მტკიცებულებათა გასაჯაროვებას აპროტესტებს

78

პროკურატურის მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე მტკიცებულებათა ერთი ნაწილის გასაჯაროვებას გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა აპროტესტებს. ზაზა სარალიძის განცხადებით, მაშინ, როცა მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კონტექსტზე დაყრდნობით, პროკურატურა საქმის მასალებს არ ასაჯაროვებდა და შვილის ნივთებზე წვდომა არც ზაზა სარალიძეს ჰქონდა, დღეს უწყება მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს და მაკრატელზე ინფორმაციას ავრცელებს.

„მე არ მომცეს უფლება, რომ ჩემი შვილის ტანსაცმელი მენახა. რამდენიმე მოთხოვნის მიუხედავად, მე არაფერი მაჩვენეს და ახლა საჯაროდ გამოიტანეს? მე თუ მკითხავთ, ეს იყო მათი უმეცარი ნაბიჯი, თვითონვე ჩადიან დანაშაულს. მე ჩემი შვილის საფულე არ დამიბრუნეს, რადგან ის ნივთმტკიცება იყო. ფარდული დაანგრიეს, სასამართლოზე არ მოიტანეს კონკრეტულად გადაღებული სურათები იმ დაზიანებების, რაც ტანსაცმელზე იყო. ნივთმტკიცებებთან არ მქონდა არანაირი წვდომა და დღეს საჯარო გახადეს? მალადეც, ტაშს დავუკრავ!“ – ზაზა სარალიძე.

ზაზა სარალიძის თქმით, პროკურატურის ეს განცხადება საზოგადოებრივი აზრის შეცვლისკენაა მიმართული.

mazda magti 5g