20 წლის გოგომ ასმათ ბერიძემ მეორე შვილზე ბათუმის კლინიკა „ბაოში“ იმშობიარა, მას საკეისრო კვეთა გაუკეთდა, დაიბადა ახალშობილი, ალისია. ჰყავს ასევე უფროსი ქალიშვილი, წლის და 2 თვის ანაბელი.
როგორც ოჯახის ახლობლები ambebi.ge-სთან ამბობენ, მოულოდნელად კლინიკაში ახალნამშობიარევი გოგოს მდგომარეობა დამძიმდა, მან გონება დაკარგა. ამის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გოგონას მენინგიტი ჰქონდა.
მართალია კლინიკაში განმარტავდნენ რომ მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ ოჯახმა ატეხა განგაში და ანალიზები სასწრაფოდ თურქეთის კლინიკაში გადააგზავნა. იქაურმა ექიმებმა თქვეს რომ დრო არ უნდა დაკარგულიყო, რადგან ანალიზები ძალიან ცუდი იყო. ოჯახი გამოსავალს ეძებდა, საკმაოდ სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული მისი თურქეთში გადაყვანა, სოციალური ქსელითაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ როგორმე გოგონას გადაყვანა თურქეთში მომხდარიყო.
როგორც ასმათის მეუღლის დეიდა ამბობს, 20 წლის გოგოს მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.
„რომ დავაპირეთ გადმოყვანა და სასწრაფო გავაგზავნეთ, მერე ღამით გვითხრეს, რომ სინჯი აუღეს ხერხემლიდან და აქვს ბაქტერიული მენინგიტიო, მანამდე 13-14 საათმა ისე ჩაიარა, რომ არაფერი უთხრეს ოჯახს, გადმოვიყვანეთ შაბათი იყო. დასვენების დღის მიუხედავად, ყველა ექიმი მოვიდა და დაიწყო კვლევა თურქეთში. სისხლის მაჩვენებლები აქვს ისეთი, ნამდვილად არის ბაქტერიული მენინგიტიო, ეს არის წამოსული ანესთეზიიდან, ხერხემალში რომ გაუკეთეს, ბაქტერია შევიდა და სწრაფად განვითარდა, წავიდა თავში და დაემართა ბაქტერიული მენინგიტი. ახლა აქ ბიოფსიის პასუხს ველოდებით, კონკრეტულად რომ გაირკვეს რა ბაქტერიაა. ბიოფსია აღებული აქვს ხერხემალზე, უნდა გაირკვეს რამდენად გამოვა ორგანიზმიდან ეს ბაქტერია.
გადარჩენით გადარჩება, ამის იმედი მოგვეცა ექიმმა, მაგრამ ერთადერთი ახლა იმისთვის ვიბრძვით, რომ რამე პარალიზება არ დაუტოვოს. მთავარია დროულად გვყავს მოყვანილი. ხალხის იმედით და ხალხის დახმარებით წამოვედით, თორემ ოჯახს მართლა არა აქვს საშუალებ“, – ამბობს მზია ზოიძე.
ასმათის კადრებს გვიზიარებს მოქალაქე სანდრა ზოიძე და წერს, რომ მისი მდგომარეობა ბევრად უკეთესია.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი – GE24BG0000000499051604, მიმღები – გიორგი პაპიძე, მეუღლე,
თიბისი ბანკი – GE45TB7555245164300004, მიმღები – დავით ქოქოლაძე
