LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ სიტყვები ზედმეტია, წამოვიყვანეთ ისე, რომ დედასაც ვერ ცნობდა და აქ მეც კი მიცნო…“ – 20 წლის გოგოს კადრებმა, რომელიც კომიდან გამოვიდა, სოციალური ქსელები მოიცვა

3610
ასმათ ბერიძე

სოციალურ ქსელში ვრცელდება 20 წლის ასმათ ბერიძის კადრები, რომელიც თურქეთის კლინიკაში კომიდან გამოვიდა.

სასიხარულო ამბავს „ფეისბუკში“ უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„ხერხემალში გაუტკივარება რომ გაუკეთეს, ბაქტერია შევიდა“ – 20 წლის გოგონა თურქეთის კლინიკაში კომიდან გამოვიდა

„ხერხემალში გაუტკივარება რომ გაუკეთეს, ბაქტერია შევიდა“ – 20 წლის გოგონა თურქეთის კლინიკაში კომიდან გამოვიდა

თურქეთის კლინიკიდან ვიდეოს აზიარებს სანდრა ზოიძე და წერს, რომ 20 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

„აქ სიტყვები ზედმეტია. წამოვიყვანეთ ისე, რომ დედასაც ვერ ცნობდა და აქ მეც კი მიცნო, ისე რომ ერთხელაც არ ვყავარ რეალში ნანახი, მხოლოდ ეკრანს მიღმა „ფეისბუკიდან“, – წერს სანდრა ზოიძე.

ასმათ ბერიძეს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს. ახალგაზრდა გოგოს საზოგადოება მალე გამოჯანმრთელებას და შვილებთან მშვიდობით დაბრუნებას უსურვებს.

„მალე გამოგაჯანმრთელოს ღმერთმა და მალე დაგაბრუნოს შენს შვილებთან…

დიდება უფალს, უფლის წყალობა და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეს საყვარელო…

მადლობა უფალს, რა კარგი გოგო ხარ…

უფალი შეგეწიოს და მალე დაუბრუნდი შენს პატარებს…“ – წერენ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 20 წლის ასმათ ბერიძემ მეორე შვილზე ბათუმის კლინიკა „ბაოში“ იმშობიარა, მას საკეისრო კვეთა გაუკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოულოდნელად კლინიკაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გოგონას მენინგიტი ჰქონდა. ოჯახის ახლობლების ცნობით, კლინიკაში განმარტავდნენ რომ მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა ოჯახის მოთხოვნით მისი სასწრაფოდ თურქეთის კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თურქი მედიკოსების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის გაუარესება ანესთეზიამ გამოიწვია: „ხერხემალში რომ გაუკეთეს ანესთეზია, ბაქტერია შევიდა და სწრაფად განვითარდა, წავიდა თავში და დაემართა ბაქტერიული მენინგიტი“ – ამბობენ ambebi.ge-სთან ოჯახის წევრები.

ფოტო სლაიდზე: ambebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g