სოციალურ ქსელში ასმათ ბერიძის ვიდეო ვრცელდება, სადაც ახალგზრდა ქალი, რომელსაც მშობიარობის შემდეგ მენინგიტი განუვითარდა, ცოტა ხნის წინ კი კომიდან გამოვიდა ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
20 წლის ასმათ ბერიძე, რომელიც ამ დროისთვის თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დასტაბილურდა, რომ პალატაში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება:
„ჯერ გწერაზე არაფერს არ ამბობენ, ხუთშაბათისთვის ფიქრობენ ჩემს გაწერას, ახალ ანალიზებს აიღებენ და პასუხების მიხედვით გადაწყვეტენ.
ახლა პალატაში ვარ, თავიდან ცოტა მიჭირდა სიარული იმის გამო, რომ გულის პულსი მიჩქარდებოდა, მქონდა თავბრუსხვევა, გიორგი მეხმარებოდა ხოლმე ნაბიჯების გადადგმაში, ან ძირითადად ვიწექი, დღეს ღმერთს მადლობა, რომ ჩემი ფეხით დავდივარ…“ – ამბობს 20 წლის ასმათ ბერიძე.
@user4747616814627 უფალო მადლობა 🙏💞
♬ original sound – თაკუნია♍️
