დეა ადამიამ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ გაუმხილა, რომ მეუღლეს დაშორდა.
ამჯერად კი მისი მეუღლე ავრცელებს სტატუსს, სადაც წერს, რომ სჯერა, „ბოროტი ძალა ვერ დააშორებს“.
„ჩვენ უფლისგან ნაკურთხი ოჯახი ვართ და მჯერა, რომ ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ დაგვაშორებს. ორი შვილის მამა, რომელიც უკვე მესამე შვილსაც ელოდებოდა, როგორ შეიძლება „ალფონსი“ ყოფილიყო? ეს კითხვა ბევრს უჩნდება.
როგორც ქრისტიანი კაცი, მჯერა, რომ დღეს საქართველოში ბევრი ოჯახი მძიმე განსაცდელს გადის. ბოროტება ცდილობს დაანგრიოს ის, რაც სიყვარულით, ერთგულებითა და შრომით არის აშენებული. ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახის პრობლემა არ არის — უამრავი ოჯახი დგას მსგავსი გამოცდების წინაშე.
არავის ვემდური და არავის ვასამართლებ. ყველას თავისი სიმართლე აქვს და საბოლოო მსაჯული მხოლოდ ღმერთია. მე ჩემს ოჯახზე, ჩემს შვილებზე და ჩემს რწმენაზე ვდგავარ. მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება, სიყვარული გაიმარჯვებს და უფალი არ მიატოვებს იმ ოჯახს, რომელიც მასზეა მინდობილი. ღმერთმა დალოცოს ყველა ოჯახი, მისცეს მათ მშვიდობა, სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა. ამინ.“ – წერს ავთანდილ სამსონაძე სოციალურ ქსელში.
