დეა ადამიამ ახლახან თავად, სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეუღლეს დაშორდა. ახლა კი ქალბატონებს თავის გამოცდილებას და რჩევებს უზიარებს:
„ჩემს რჩევას გაგიზიარებთ, ქალებო:
ერიდეთ მამაკაცს, რომელიც თქვენს კმაყოფაზე ცხოვრობს და ამას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს. ურთიერთობა პარტნიორობაა და არა ის, რომ ერთმა ყველაფრის ტვირთი ზიდოს, მეორე კი მხოლოდ იღებდეს.
ქალი ვალდებული არ არის ვინმეს მთელი ცხოვრება არჩინოს, ათრიოს და საკუთარი თავი დაკარგოს.
დააფასეთ საკუთარი შრომა, ღირსება და სიმშვიდე. არასოდეს შეგეშინდეთ ისეთი ურთიერთობის დასრულების, სადაც მხოლოდ თქვენ იბრძვით.
და კიდევ ერთი რამ…
როგორც კი მანიპულატორი ხვდება, რომ უკან აღარ მიიღებთ და თქვენზე გავლენა დაკარგა, ხშირად იწყებს იმ ადამიანების გახსენებასა და მოძიებას, რომლებიც აქამდეც მის გვერდით იყვნენ, მაგრამ საერთოდ არ აინტერესებდა.
ეს ყოველთვის სიყვარულს არ ნიშნავს. ხშირად ეს საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების მცდელობაა, სურს საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ კვლავ შეუძლია ვიღაცის ყურადღების და აღფრთოვანების მიღება.
ნუ მიიღებთ ამას თქვენს მარცხად. ზოგჯერ ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ მან საბოლოოდ გააცნობიერა თქვენთან დაბრუნების კარი ნამდვილად დაიხურა…“
