LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვცდილობდი მეპატიებინა, ვუძლებდი უამრავ ტყუილსა და იმედგაცრუებას“ – დეა ადამია მეუღლესთან დაშორებაზე

3930
2026-07-17_00-07-52_604497

დეა ადამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ მეუღლეს დაშორდა.

მან ამჯერად გაზიარებულ ტექსტში დაწერა, რომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.

„ძალიან გთხოვთ, აღარ მომწეროთ: „შეურიგდები“, „ისევ ერთად იქნებით“ და მსგავსი კომენტარები.

ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა.
წლების განმავლობაში ვცდილობდი, მხარში დავდგომოდი, მეპატიებინა, შემენარჩუნებინა ოჯახი და ყველაფერი გამომესწორებინა. ვეხმარებოდი ფინანსურად, ვზრუნავდი, ვარჩენდი, ვაცმევდი და ვუძლებდი უამრავ ტყუილსა და იმედგაცრუებას.

ჩემი შვილები ისე გავაჩინე, რომ მათი საჭიროებებისთვის ერთი ლარიც არ დაუხარჯავს. დღესაც მე ვზრდი, მე ვარჩენ და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას.
ახლა უკვე ორსულობის მეორე თვეში ვარ და ხმამაღლა ვამბობ დავიღალე სხვისი პასუხისმგებლობების ზიდვით. დავიღალე იმით, რომ ყოველთვის მე უნდა ვყოფილიყავი ყველაფრის გადამრჩენელი.

აღარ ვაპირებ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას.
ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანის გვერდით უნდა დავრჩენილიყავი, ეს თქვენი არჩევანია. ჩემი არჩევანი კი საკუთარი სიმშვიდე, ჩემი შვილები და ჩემი მომავალია.
დიდი წერტილი დავსვი.
ღმერთი იყოს ყველას მსაჯული!!“, – წერს დეა ადამია.

დეა ადამია პოპულარული „ჯეობარში“ მონაწილეობით გახდა. ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც დაქორწინდა და ოჯახი შექმნა, ძირითადად, სოციალურ ქსელებში აქტიურობს. ის სამი შვილის დედაა.

„ჩემი სურვილით დავშორდი ქმარს…“ – რა სტატუსს აქვეყნებს დეა ადამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები