სალომე ლემონჯავასა და გიორგი ცხადაძის, როგორც მშობლების ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპია. მათმა პატარამ ბაღი დაამთავრა და უკვე ახალი ცხოვრების ეტაპისთვის ემზადება.
სალომე ლემონჯავა ჟურნალ „თბილისელების“ სტუმარია. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
„ნენეს ბაღის გამოსაშვებ საღამოზე, მგონი ბავშვებზე მეტად ვნერვიულობდი. ყველანაირი ემოცია ერთად მქონდა. სენტიმენტები მომაწვა. თან ღონისძიება იმ სივრცეში იყო, სადაც ნენე პირველად მივიყვანეთ და ემოციებისგან მეტირებოდა. თან მიხაროდა, იმავდროულად, გული მწყდებოდა, ერთი დიდი დასრულდა და ახალი ეტაპი იწყება…
კარგა ხანია ამ ეტაპისთვის ვემზადებით. ვცდილობთ, ნენემ მარტივად გადალახოს. ახალი ეტაპი ბავშვისთვის ღელვას უკავშირდება და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, შენ ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად შეუწყო ხელი, მოამზადო. არ ვგულისხმობ, რომ წინასწარ ვამეცადინებ, ეს მეორეხარისხოვანი მგონია“. – ამბობს სალომე ლემონჯავა.
სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „თბილისელები“.
