LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე მივედი 38 წლამდე, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს ვერ შევხვდი“ – ნინო მუმლაძე

166
ნინო მუმლაძე

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის მსახიობ ნინო მუმლაძის წარმატებაში, როგორია მისი წარმატების ფორმულა, რაც წინსვლაში ეხმარება, ამას ჟურნალ „თბილისელებიდან“ შეიტყობთ.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

არის რამე, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევთ?

– პირადი ცხოვრება. ეს არის ის, რაშიც თავს უიღბლოდ მივიჩნევ. ისე მოვედი 38 წლამდე, რომ ვერ შევხვდი ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარების სურვილი გამიჩნდებოდა. 38 წლის ასაკში მეგონა, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა, ოჯახი შევქმენი, მაგრამ ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა. ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ამის მიუხედავად მე ჩემ თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი, მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი შვილი მყავს, არაჩვეულებრივი ოჯახის წევრები, მეგობრები… ბევრი ბედნიერი მომენტია ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „თბილისელები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები