მსახიობი ნინო მუმლაძე საუბრობს ჟურნალ „სარკესთან“ და ამბობს, რომ წონის დაკლების მიზნით, რეჟიმში ყოფნას ამჯობინებს და ბარიატრიაზე უარი განაცხადა:
„ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება პრინციპულად არ მინდა, რადგან ძალიან ბევრი გართულება მოჰყვება. ბევრი გვერდითი მოვლენა ახლავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორგანიზმი იმდენად იფიტება, რომ დამოკიდებული ხდება აბებსა და გადასხმებზე. აქტიურ რეჟიმში ვცხოვრობ. ჩემთვის ენერგია მნიშვნელოვანია, ამიტომ მივედი ჩემს ენდოკრინოლოგთან, რომელიც არაჩვეულებრივი ექიმია და რეჟიმით 6 კილო დავიკელი. ექიმს არანაირი განსაკუთრებული დიეტა არ დაუნიშნავს, უბრალოდ, კვება იყო ჩემზე მორგებული. შეიძლება, იმდენი ვერ დავიკლო, რასაც ოპერაციის შედეგად დავიკლებდი, მაგრამ მირჩევნია, თავს ჯანსაღად ვგრძნობდე, ვიდრე ქირურგიული ოპერაციები ჩავიტარო…“
