LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”პსჟ” საკუთარ კრიპტოვალუტას უშვებს

34

”პსჟ”ციფრული ბიზნესის სფეროში აპირებს თავის დამკვიდრებას.

კლუბს 2019 წელს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვება სურს.

პარიზელები ერთ-ერთ ვებ-პლატფორმასთან კონტრაქტს დადებენ,რომელიც მათ ბიზნეს-იდეის რეალიზებაში დაეხმარება.

ფრანგული კლუბი სმარტფონებისათვის განკუთვნილ აპლიკაციას შექმნის,მის ფანებს კი აპლიკაციის ჩამოტვირთვა და კლუბთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებისას მონეტების დაგროვება შეეძლებათ.რაც უფრო მეტ მონეტას დააგროვებს ფანი,მით უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეეძლება მას კლუბის მენეჯმენტის მიერ მისაღებ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე. (მაგ:მეტოქის შერჩევა ამხანაგურ მატჩში)

”პსჟ” პირველი კლუბი გახდება,რომელიც საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები