LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP ბავშვთა დაცვის დღეს ფასდაკლებებით აღნიშნავს

68

ტრადიციულად PSP ბავშთა დაცვის დღეს გრანდიოზული ფასდაკლებებითა და საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს.

„ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. PSP-ში საბავშვო პროდუქციაზე  ყოველთვის განსაკუთრებული და განსხვავებული აქციებია. ბავშვთა კვებაზე, ჰიგიენისა და მოვლის საშუალებებზე მუდმივად სასარგებლო აქციებს ვთავაზობთ, მაგრამ ივნისის თვე ყოველთვის გამორჩეულია. ამჯერად, უპრეცედენტო აქციები გვაქვს: 25%-იანი ფასდაკლება საბავშვო ფაფებსა და საფენებზე, კოსმეტიკურ და მოვლის საშუალებებზე; სებამედისა და ნუბის 30 ლარის შენაძენზე მომხმარებელი ბავშვთა კვების მითითებულ პროდუქციას 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენს და ა.შ.

1 ივნისის აღნიშვნა პსპ-ში ტრადიციად იქცა. ყოველ წელს ვცდილობთ განსხვავებული ღონისძიებები შევთავაზოთ ჩვენს საყვარელ პატარებს. წელს, 1 ივნისს „გარდენ ჰოლში“ მოსულ ყველა პატარას, პსპ დაუვიწყარი დროის გატარებას ჰპირდება,“- აცხადებენ PSP-ში.

მათივე ცნობით, თბილისის ცენტრში, ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ დღის 2 სთ-დან 6-მდე ყველა ბავშვს PSP ეპატიჟება საინტერესო აქტივობებით და გასართობებით აღსავსე ღონისძიებაზე. 14სთ -ზე ღონისძიება გაიხსნება „ექსპერიმენტორიუმის“ აზოტის შოუთი. ჩატარდება ხატვის, სიმღერის, ცეკვის კონკურსები; ანიმაციურ და ზღაპრის გმირები ბავშვების მხიარულებასა და სახის მოხატვაზე იზრუნებენ.

როგორც პსპ-ში აცხადებენ, საბავშვო „საოჯახო“ ყვითელ ზონაში მოეწყობა სპორტული და განაჯანსაღებელი კონკურესები პატარებისთვის; „სილამაზის“ მალინისფერ ზონაში – ესპანური საბავშვო კოსმეტიკით „იუგავი“გამოცდილი ვიზაჟისტები პატარებს ვიზაჟს გაუკეთებენ;  „ჯანმრთელობის“ მწვანე ზონაში ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ ლაბორატორიის თანამშრომლები პატარებს დაეხმარებიან სახალისო „ქიმიური ცდების“ ჩატარებაში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები