LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP-ს ქსელი გაფართოებას განაგრძობს

98

მუხიანში, III მიკრორაიონში განახლებული ბრიტანული კონცეფციის PSP აფთიაქი გაიხსნა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, დღეს 1 წელი გავიდა, რაც PSP-მ მომხმარებელს სრულიად ახალი, ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი შესთავაზა სრულიად საქართველოში. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ აპრილის თვის განმავლობაში, ახალი კონცეფციის აფთიაქები გაიხსნა თბილისის რამდენიმე უბანში: სოლოლაკი, დიღომი, ორთაჭალა, დიდუბე, საბურთალო და უკვე მუხიანიც.

 „PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია, მათ შორის ბავშვთა მოვლის, საკვების და ჰიგიენის საშუალებებზე. ახალი კონცეფციის აფთიაქი სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა, ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ამასთან, მუდმივად სხვადასხვა ტიპის აქციებს ყველაზე მოთხოვნად  პროდუქციაზე და კვლავ, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე საქართველოს ყველა კუთხეში. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები,“ – აცხადებენ PSP-ში.

ცნობისთვის, ქსელის განვითარება კომპანიის 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. PSP განაგრძობს გაფართოებასა და ძველი აფთიაქების განახლებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები