LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: “ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე”

43

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. პუტინმა  რუსეთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, სავიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მერე დაწესდა. ” ჩვენ არ ვართ დამნაშავე, ჩვენ არ დაგვიწყია საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში, მაგრამ საბოლოო ჯამში, უნდა ვიფიქროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. არ გამოვრიცხავ დაბრუნებას უვიზო რეჟიმისკენ საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები