LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

146
BeFunky-collage (3)

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიევმა პუტინს წარმატება უსურვა საპრეზიდენტო საქმიანობაში, ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა აზერბიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისა და მილოცვისთვის.

სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კვლავაც გაძლიერდება.

რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, საარჩევნო ოქმების ასი პროცენტის დათვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინს ხმების 87.28 პროცენტი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები