LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

139
Untitled Design

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მარატ კამბოლოვს კრემლში შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება პერსპექტივებს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პირადი დიდი სამუშაო გამოცდილება რუსეთის ფედერაციის ფედერალურ ორგანოებში, სამინისტროებსა და უწყებებში, ასევე მეცნიერების სფეროში, დაგეხმარებათ რესპუბლიკის განვითარებისთვის პირველი ხარისხის ამოცანების სწორად განსაზღვრაში და შემდეგ ამ ამოცანების შესრულებაში. ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე, პუტინმა კამბოლოვს 18 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში წარმატებები უსურვა.

„მსურს წარმატებები გისურვოთ სამხრეთ ოსეთის მომავალ არჩევნებში და იმედი გამოვთქვა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობა მხარს დაგიჭერთ. თქვენ კი მათ ნდობას გაამართლებთ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ხალხი განსაკუთრებულია. ისინი მეომრები, მეცნიერები და მშრომელები არიან. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ“, – აღნიშნა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები