შუა დერეფნის თაობაზე ბევრი მანიპულაციური განცხადება მოვისმინეთ, მაგრამ ფაქტი სრულიად სხვა რაღაც არის. 2021 წლიდან რეგიონში ტვირთბრუნვა შვიდჯერ არის გაზრდილი. კონკრეტული სტატისტიკა და მონაცემები ყველაფერზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პირველ არხს განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას ბიზნეს ცენტრში უმასპინძლა
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში „ნაყოფიერი ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სასიკეთო და სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისათვის“.
მახაშვილის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელოვანი გამანაწილებელი სახელმწიფოა ამ დერეფანში და მისი პოზიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, წერტილი დაესვა ყველა მანიპულაციას, რომელიც ორიენტირებული იყო რეგიონიდან საქართველოს ხელოვნურად გაწევაზე. ნებისმიერი განცხადება ერთია, მაგრამ ადგილზე სხვა ვითარებაა. საქართველოს გვერდით გაწევა ვინც არ უნდა სცადოს, გეოგრაფიას თუ გეოპოლიტიკას ვერავინ გადაახტება და უგულებელყოფს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
