LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი ციმბირში თევზაობს და შიშველი ტორსით პოზირებს

225

ვლადიმერ პუტინმა ბოლო რამდენიმე დღე ციმბირში, ტუვის რესპუბლიკაში, გაატარა. დასვენება კი თევზაობასა და ნადირობაში გაატარა.

რუსეთის პრეზიდენტის დასვენების ამსახველი ვიდეომასალა კრემლის პრესსამსახურმა და სახელმწიფო ტელევიზიებმა გაავრცელეს.

ვლადიმერ პუტინი ძირითადად ტბაზე თევზაობითა და ნადირობით გაერთო. ვიდეოჩანაწერის ნაწილი წყალქვეშაა გადაღებული, ნაწილში კი 64 წლის პუტინი კამერების წინ შიშველი ტორსით პოზირებს.

გავრცელებული ცნობით, დასვენების დროს ქვეყნის პირველ პირს თან თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც, ახლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები