LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალებს სადილი აქვთ მოსამზადებელი”- მარნეულის მერი მხოლოდ კაცებს შეხვდა (ფოტო, ვიდეო)

144

მარნეულის ახალ არჩეულმა მერმა, თემურ აბაზოვმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ.

როგორც “რადიო მარნეულთან” შეხვედრაზე მისულებმა განმარტეს, მათი ცოლებისთვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ზოგიერთმა კი ქალების არმისვლის მიზეზად სადილის კეთება მოიმიზეზა.

„ქალები სადილს ამზადებენ, თანაც არ არის ეს ჩვენი მენტალიტეტი – არ არის მიღებული, რომ ქალებმა ქალაქის ცენტრში იარონ“ – ამბობენ ისინი ადგილობრივ მედიასთან.

როგორ აღმოჩნდა მარნეულის მერი, თემურ აბაზოვიც ადგილობრივებს ეთანხმება და ამბობს, რომ ქალებს სადილი აქვთ გასაკეთებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები