LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი მძღოლები ქუთაისში – ტაქსით ქალებსა და წყვილებს მოემსახურებიან

157

ქუთაისში ტაქსით მგზავრობის მსურველ ქალებსა და წყვილებს, ტაქსის ქალი მძღოლები მოემსახურებიან. ინფრომაციას მარკეტერი ავრცელებს. იდეის ავტორების თქმით, ტაქსით მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტელეფონზე დარეკვით, ისე აპლიკაციით. მძღოლებს უნიფორმა ეცმევათ, მგზავრი მისთვის სასურველ მუსიკას მოუსმენს. მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.

“როგორ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მხოლოდ ქალებსა და წყვილებს მოემსახუროს ჩვენი ტაქსი, გვექნება დაცვის სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც მხოლოდ ქალები შეძლებენ 7-12 საათამდე გამოძახებას, თუმცა თუ მაინც იმგზავრებს მამაკაცი, გამომდინარე ჩვენი მენტალობიდან, მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება მისი გადაადგილება“- აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები