LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, რომლის გამოც ბრედი ანჯელინას დაშორდა

72

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინების მთავარი მიზეზი მარიონ კოტიარია. უცხოური მედია ირწმუნება, რომ მსახიობებს უკვე დიდი ხანია რომანი აქვთ.  ამჯერად კი ეს ინფორმაცია უფრო დამაჯერებელი ხდება. წყვილი ერთად თამაშობს ფილმში „მოკავშირეები“, რომლის თრეილერიც უკვე გამოჩნდა ეკრანებზე. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ პიტი გაცნობის დღიდან მოიხიბლა მარიონ კოტიარით და მსახიობებს შორის რომანი დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის სიუჟეტი ძალიან ჰგავს „მისტერ და მისის სმიტების“ სიუჟეტს, რომლითაც ბრედმა და ანჯელინამ ერთმანეთი გაიცნეს. ახალ ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება, სადაც კოტიარი დ პიტი მეუღლეებს განასახიერებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები