LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა მშობიარობისას უნივერსიტეტის გამოცდა ჩააბარა

51

ამერიკელი ქალი სოციალური მედიის გმირი გახდა, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის გამოცდა მშობიარობის დროს ჩააბარა.

21 წლის ტომიტრაის კოლინზს მშობიარობა მაშინ დაეწყო, როდესაც გამოცდა უნდა ჩაებარებინა. ტესტის გაკეთება კი ძლიერი ტკივილების ფონზე მაინც შეძლო.

გამოცდის დავალების წერისას ფოტო მას დამ გადაუღო და „ფეისბუქზე“ განათავსა. სურათი დაახლოებით 15 ათასმა ადამიანმა გააზიარა. სამშობიაროში ყოფნის 20 საათის შემდეგ კი კოლინზმა გოგონა გააჩინა.

 

„დიპლომი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე მინდა, რომ შვილი კომფორტულად ცხოვრობდეს,“-  განაცხადა ახალბედა დედამ.

12219570_10153188917676643_8892702011278252066_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები