LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარელის სამშობიაროში მშობიარე გარდაიცვალა

48

ქარელის სამშობიაროში მშობიარე, ოთხი შვილის დედა გარდაიცვალა. 35 წლის ლალი ცხვედაძე  ქარელის რაიონიდან იყო. დაგეგმილი საკეისრო კვეთის დროს დედაც და შვილიც დაიღუპნენ. ეს ქალის მეექვსე მშობიარობა იყო.

გარდაცვლილი გორში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ოჯახის წევრები ექიმების ბრალეულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მშობიარე ანესთეზიის შემდეგ, დაგეგმილი საკეისრო კვეთის დაწყებამდე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები